მედიის თავისუფლების წარმომადგენლობა

მედიის თავისუფლების წარმომადგენლობა
უახლესი ინსტიტუტის, მედიის თავისუფლების წარმომადგენელის ამოცანაა თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტული მედიის (ეუთო, გვ. 112) შემდგომი განვითარება მონაწილე სახელმწიფოთა ტერიტორიებზე. წარმომადგენლის ფუნქციაა ადრეული გაფრთხილება და ადრეული მოქმედება. მან ასევე შეიძლება მიიღოს საჩივრები ცენზურაზე, რომლებიც შემდგომ განიხილება და ცდილობს სახელმწიფოს დახმარებას პრობლემის გადაჭრაში. წარმომადგენელი არ არის სასამართლო ორგანო, პოსტი წარმოადგენს პოლიტიკური და დიპლომატიური ხელმძღვანელობის წყაროს, რომლის მიზანია კონფლიქტების გადაჭრა ზედმეტი ყურადღების მიქცევის გარეშე, ურთიერთსასარგებლო გზებით. თავისუფალი მედიის ჩამოყალიბების მცდელობა ერთობლივად მიმდინრეობს გაერო-სა და ევროპის საბჭოს მეთვალყურეობის ქვეშ.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно сделать НИР?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»